წარწერა ტოტზე
არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი, ქუჩაზე შენ რომ ცხოვრობდი და გამახსენდა მომენტი, რომ გაცილებდი რას ვგრძნობდი, ვიფიქრე ის აქ არ არის, ცოტას გავივლი ფიქრს გავშლი, თან მოვიგონებ შენს თვალებს, წიგნის ფურცლებად გადავშლი. ნეტავი იმ დროს როცა აქ ვიყავ ლაღი და ნეტარი, აი, ის სკამი იქვე დგას, ზემოთ დასცქერის კედარი, ჩვენი წარწერა იმ ტოტზე ხის კენწეროსკენ ასულა, სულ არ შეცვლილა ეს ქუჩა, არა და რა დრო გასულა დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი