ქვრივის ცრემლი
აწვიმდა ცხედრის სახეს, ცა დაეფარა ქოლგებს, ხმას გამოსცემდა მჭახეს მეხი დაეცა კოშკებს. მიწას აყრიდნენ გულზე აღარ აწვიმდა ცხედარს, წვეთი სდიოდა ქუდზე აპოკალიფსის მხედარს. ყველა გარბოდა სახლში, აღარ ახსოვდათ მკვდარი, "რა უნდოდაო მთაში?" ამბობდა ხის ქვეშ მდგარი. მხოლოდ ბეღურას ესმის ქვითინი ჩუმი, წრფელი, ლოყაზე წვიმას ერწყმის ქვრივის მდუღარე ცრემლი. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი