კაბა ნარინჯისფერი


რომ იცოდე როგორ გშვენის 
კაბა ნარინჯისფერი,
შიშველ მხრებზე მზე დაგფენის
შენით მწყურვალ-მშიერი,
ზაფხულივით სითბოს აფრქვევ
ხასიათი მეცვლება,
ურცხვი ცქერით წესებს ვარღვევ
მგონი ფეხიც მეშლება.
უკაცრიელ კუნძულს ვნატრობ
ვიყოთ მარტო მე და შენ,
აქ დავტოვებ რასაც ვდარდობ
ამ ცხოვრებას მოსაწყენს,
იქ გავბედავ შენის ნებით,
რომ შენი მზე დავლოცო
მერე მორცხვად, მაგრამ გზნებით
ტუჩის თავში გაკოცო.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი