ცა დაბერდა!


ცა დაბერდა, მზე გახელდა, 
მთვარე თვალებს ძლივს ახელდა,
გული ბოღმით კარგად გახდა,
კუჭი სიყვარულით გასკდა,
და ეს არის ბედისწერა?
ამის გწამს და მართლა გჯერა?
ლოცვა ვისთვის? უფრო წყევლა!
იგინება ერთხმად ყველა!
მეგობრობა? არა! არა!
მისმა მარცხმა გაახარა,
სანთელი კი სადღაც ჩაქრა
და სინდისიც ასე გაქრა!
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი