დაბადების დღეს გილოცავ!
ზაფხულის დილას ტირილი ჩვილის გაისმა, ახარა დაისს გაჩენა შენი აისმა, ტოტზე კი შაშვი ბულბულთან ერთად გალობს, დღეს ზეცა მიწას განსაცვიფრებლად სწყალობს, ბუნება გჩუქნის, ბუნება გიძღვნის უხვად სიტურფეს გედის, სილაღეს შველის სულად, კრძალვა და რიდი, თან გიჟი ვნება ქარში პარადოქსია ერთად იხილო ქალში, ამიტომ გეტრფის პატარაც დიდიც ფარულ, ვერავინ ჰკადრებს, ამ სილამაზეს ზღაპრულს, შენს ლამაზ თვალებს, მაგიურ ღიმილს ვხედავ, ამ ერთხელ მხოლოდ, ამ ერთხელ მხოლოდ ვბედავ, შენი გაჩენის დღე უნდა ლექსად ვქარგო, დაბადების დღეს გილოცავ გულით კარგო! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი