სიზმრის დრო


დავეწაფები შენს მკერდს მწყურვალი,
ვითარ ავადმყოფს მისი მკურნალი,
მერე დავკოცნი შენს ტუჩებს ნაზად
კოცნით რომელიც იციან არსად,
შენს თმებში ვპოვებ ნამდვილ სიხარულს
და თითქოს ბავშვი სწავლობს სიარულს,
მკლავზე რომ გიჩქმეტ თავს აქნევ მორცხვად
თუმც ვნების ცეცხლი შენ აგდის ორთქლად,
მერე კი შეგსვამ შავ რაშზე ველად 
ლეგენდებში რომ მღეროდნენ ძველად,
ასე ვიცხოვრებთ ჩვენ ბარად, მთაში
მცხუნვარე მზის ქვეშ ვიცურებთ ზღვაში,
მე ყოველ ღამე ამ სიზმარს ველი,
ის არის ჩემი აზრი და მხსნელი,
რა იცი ქვეყნად რა აღარ ხდება
სიზმრის დრო ხშირად ცხადშიაც დგება.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი