კიდეც თოვდა, კიდეც წვიმდა
კიდეც თოვდა, კიდეც წვიმდა, ის კი იჯდა ქუჩად, გამვლელი და გამომვლელი დროს არ კარგავს ფუჭად, ზოგიერთი მკაცრად ჰკიცხავს მის ამ ყოფას უქმად, ზოგი ზედაც არ უყურებს, თუ შეხედა მტრულად, ისიც უსმენს, მიწას დასცქერს, ზედაც არ სწევს წარბსაც, თვალებში რომ უცქერ მაინც, ვერ ჩასწვდები აზრსაც, თუ კი ვინმე უყრის ხურდას, სიტყვას არ ძრავს ხმასაც და უღიმის მოჩვენებას ვისი უხარია ნახვაც, ხელით ეძებს თავს ჯიბისას დახეული პალტოს, მერე ამ ლანდს მოწიწებით სთხოვს რომ ნება დართოს, ჩუმად ჰკითხავს: "სად წახვედი, რად დამტოვე რატომ? ამდენ კაცში, ამდენ ქალში ხედავ დავრჩი მარტო." დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი