სიკვდილზე ფიქრი


სიკვდილზე ფიქრი რომ მოდის ღამით
ამ ყოფის წუხილს ივიწყებ წამით,
არარა შიში, არც რამე დარდი,
რა იმალება უკან ამ ფარდის,
გაქრება ტანჯვა ცრუ სიყვარულის,
მტკნარი ცრემლისგან ხსნა სიბრალულის,
არ შეგაწუხებს ბრმა სიხარულის
და ყალბი შფოთვა ყრუ სინანულის,
სიმშვიდე სმენის ფერად ჭორთაგან,
სიშორე მუდამ ეჭვში მყოფთაგან,
სვე-ბედის წყევლა, გლოვა ლოთთაგან
და ღრიანცელი სუფრას მსხდომთაგან,
როს გადალახავ ნისლიან საზღვრებს 
გაფანტავ ყველა მიწიერ აზრებს,
და ეჭვებს შენსას შენ ანდობ ქარებს
გამიღებენ კი მე რომელ კარებს?
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი