ბაღში


ყოველ საღამოს ბაღში
შენი შემოსვლა აკრთობს
ხეებს გადაშლილთ ქარში
და თვითონ ქარსაც აფრთხობს,
შაშვს ციყვი უდგას მხარში,
გედებს შენი ხმა ართობს,
ყველა ეჭვდება არსში
ბედი ვის როგორ სწყალობს,
ვერ გაგისწორეს თვალი,
თუმცა კი ყველა ხარობს,
რადგან შენა ხარ ქალი,
რომელიც ამ ბაღს ამკობს,
ალბათ გაგიჩნდა ფიქრი
ნეტავ მე რას ვგრძნობ ამ დროს,
ვნატრობ რომ გავხდე გმირი
წვიმამ წვეთიც არ გკადროს,
არ აუვარდეთ თავში
ხემ ტოტიც კი არ გახლოს,
ჩავჯდე იმედის ნავში,
რათა მოვცურდე ახლოს.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი