ქალი ღვინო


სიმღერის დროს ჰგავხარ ღვინოს
წითელს, ბროლის ჭიქით,
ოღონდ შენ არ მოიწყინო
ღვინოს დავცლი რიხით.
შენი ღიმილის ხილვისთვის
არსებობა ღირდა.
მდელოს ცვარი ხარ დილისთვის,
რაო გაგიკვირდა?
აბა, როგორ გაგრძნობინო,
ლექსით, მაინც მიხვდი
იქნებ ერთხელ მაკოცნინო
წლებია რაც გიცდი.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი