როცა მომიწევს გასვლა


როცა მომიწევს გასვლა
სცენიდან მე ამ ქვეყნის,
მქუხარე ტაშის ნაცვლად
სულს სინანული ერთვის,
მორჩა დამთავრდა ესე,
ეს როლიც დიდხანს ვზიდე
და თუ სიკეთე ვთესე
ბოროტის გემოც ვსინჯე,
მაგრამ არ ვწუხვარ სულაც
ვზღო ყველა ცოდვის ერთად
გულს სხვა დარდი ჰკლავს, სულსაც,
ვერ შეგეწირე მსხვერპლად,
შენ ვერ გაბედე ან და
მე ვერ გიპოვე ბნელში,
რომ გეგრძენ ხელით შენ და
„ღმერთს გაეარა ჩვენში.“
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი