მე გავფრინდები ზეცად
მე გავფრინდები ზეცად და მოვუყვები ამბავს დიდ კოცონთან მსხდომთ ერთად, რომელთ ირგვლივ მზე აკრავთ, როგორ ვსტუმრობდი ელჩად მიწას ეს ცა რომ აკრავს, ყველას გავუმხელ ლექსად მზე მთვარეს დროს რომ ჰპარავს, რადგან მთვარიან ღამით გნახე და მაშინ ვცოდე, ეს იყო მხოლოდ წამით მაგრამ მარადის ვგრძნობდე, ღირდა სტუმრობა მიწას, რადგან შენ დამხვდი მხსნელად, მეტი რა მეთქმის თიხას სული ჩამბერე ცრემლად. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი