ტკივილი


ციდან მთვარეს ცრემლი წვიმად სდიოდა,
ავად ქარი, უცნაურად წიოდა,
ბუ და ჭოტი შემზარავად ჰკიოდა,
ვგრძნობდი ამ დროს სულში როგორ მციოდა,
მეზობლიდან ხმები შემოდიოდა
ბავშვის მამა ექიმებთან ჩიოდა
დედის სული ზეცად როგორ დიოდა,
ბავშვს კი დედა! მხოლოდ დედა სტკიოდა!
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი