კვლავაც


კვლავაც დარეკავს დილის ზარები,
კვლავაც მზეს ჩრდილში შევეფარები,
კვლავაც მესტუმრნენ ბნელი აზრები,
რომ ძველებურად არ მესალმები.
ისევ იმ დღეებს ვიგონებ ნათლად,
ისევ ანთია ის ცეცხლი კვამლად,
ისევ გეტყვი რომ მე არ ვთვლი ბრალად,
იმას რომ შენ გთვლი ჩემს ნატვრის ქალად.
შენ რომ ჩამივლი ვეტრფი შენს კვალსაც
შენ რომ გამშვენებს იმ ყელს და თვალსაც,
შენ შეშინებულს გაბრკოლებს რაღაც
მე კვლავ მომწონხარ დღესაც და ხვალაც.
ახლა შენა ხარ ატმის ხის ღერო
ახლა ამ ხესთან უნდა ვიმღერო,
ახლა დრო დადგა საბედისწერო
ნეტავ რას მეტყვის, იქნებ მივწერო?
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი