ჯვარს იწერდა!
ჯვარს იწერდა იმ დღეს ქალი! არც მარიტა! მერიც არა! ორივესთან სხვამ სხვის ბედი მზაკვრულად რომ მოიპარა, იყო ქალში მარტოსული, უბედობის ჩანს იარა, მის ღიმილში ჩემმა ტანჯვამ დამცინავად ჩამიარა, მწუხრის ბინდმა ქვის აღმართი სევდიანად აიარა და ცხოვრებამ ქალთან ერთად მწუხარებას მაზიარა, პატარძლის სულს ცოდვის ცრემლი ობოლ წვეთად ჩაიღვარა, მის თვალებში ტაძრის ზარი ვნახე როგორ გაიბზარა! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი