ვინ დაგიჭერს


ვინ დაგიჭერს მწვანე მდელოს
ტალღებს შორის მოცურავეს,
ვინ დაგვარცხნოს თითებს შორის
თმები მშვიდად მოლივლივე,
ვინ აკოცებს ბუტია ტუჩს
და დაუვლის ტანში ელვა,
ვინ ჩაგიდოს კალთას თავი
გულმა იგრძნოს მძაფრი ღელვა,
ვინ დაგისვას ყელზე ხელი
და შეიგრძნოს შლეგი ძგერა,
ვინ გისმინოს მობუტბუტეს
ტკბობას ჰგვრიდეს სიტყვა-ბგერა,
ვინ შეგახსნას პერანგს ღილი
გადიშალოს თვალთ ოცნება,
ვინ ეწაფოს ატმის კვირტებს
დაუბინდდეს მყის გონება,
ვინ იკითხოს შენს თვალებში
ჟინი, ვნება, ცეცხლში ცეკვა
და ვის სულში იწყებს ძლიერ
შთაგონებით ზარის რეკვა,
ვინც არ უნდა იყოს იგი
გაუღიმებს ფართოდ ბედი
და მადლობის ნიშნად კრძალვით
მოუხაროს იღბალს ქედი.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი