ნეტავ ჩემი გოგო გერქვას
ნეტავ ჩემი გოგო გერქვას ნეტავ მისი არ იყო ნეტავ ადრე გამეცანი ის არ გამოჩრილიყო, ნეტავ ერთად დაგვათრო და მის სიფხიზლეს დავცინოთ ერთად ვრეცხოთ წარსულ დღენი მერე ერთად გავფინოთ, ნეტავ ერთად ვიღვიძებდეთ პალმის ჩრდილქვეშ ნეტარნი, ირგვლის ცეკვა-ცეკვით ქროდნენ ქალიშვილნი კენარნი, ნეტავ დროს თუ შეუძლია რომ ვთხოვო და დაბრუნდეს და ეს ჩემი ტანჯვა-გვემა სამუდამოდ დასრულდეს, ნეტავ ჩემი გოგო გერქვას, ჩემი სულის მალამო, ამ ფიქრებით დილა დგება, ამ ოცნებით საღამო. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი