თოვლი მოდის ფიფქად


თოვლი მოდის ფიფქად, ტოტზე მორცხვად დაჯდა,
ეს სითეთრე მიწას, აკლდა, როგორ 
აკლდა,
მტრედი თვალებს ნაბავს, მობუზული სხვენქვეშ,
და წერილის ავტორს ტოვებს ძლიერ ეჭქვეშ,
ცივი სიო დაქრის, სმენას ხმაც კი
ეცნო,
იმ ბაღში რომ რაღაც ჩვენთვის უნდა
ემცნო,
წვეთი მოწყდა ლოლოს და ლოყაზე დამდის,
შენს ტუჩივით სველი, გემოც მისი
დასდის,
თოვლი ისევ მოდის, მთვარის ყვითელ შუქში,
მჯერა რომ იმ კოცნას, შენ ინახავ გულში.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი