წვიმაში ცეკვა
წვიმაში ცეკვას ერთ ხიბლი აქვს ამ დროს ივიწყებ წარსულს, პასუხსაც გასცემ ყველა იმ კითხვას შენი თავისთვის დასმულს, ციცინათელას ერთი წესი აქვს მხოლოდ ერთ ზაფხულს ცოცხლობს, ეძებს სიყვარულს და მერე კვდება ისე რომ არვინ გლოვობს, ყველა სიმღერას ერთი ტექსტი აქვს ტურფა ყველას ჰყავს ქვეყნად, ყველა წერილის ბოლო ასეა „მიყვარხარ“ შრება მელნად, მზეს და შენს ღიმილს ერთი ფასი აქვს დილა რომ დგება დარად, და შენს სიყვარულს ერთი ნაკლი აქვს მონატრება ხარ მარად! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი