მთის ძირს ნისლი
მთის ძირს ნისლი გაფერმკთალდა სილუეტი გაჩნდა, მაგ შავ თვალებს მიღმა ჩემთვის სხვა სამყარო არ ჩანს, წყარო მღერის არა ობლად თან შენი ხმა ერთვის, ასე იყო! ასე არის! სული მხოლოდ ერთის! სად ვეძებდი, სად ვიპოვე მზერა! და რა მზერა! ყველა, ყველა, მაგრამ მე კი სასწაული მჯერა, ამ მირაჟში ასე ვხედავ შენ მე, მე კი შენ ვარ! აღარ მინდა რეალობა ოცნებების ტყვე ვარ! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი