ვიწრო ქუჩას...


ვიწრო ქუჩას ლანდი დაჰკრავს,
ლანდი ფრიად უცხო,
მარტო ჩრდილიც შფოთვას აღძრავს,
მაცდური და უღვთო,
მას თან ერთვის მელოდია,
მთლიანად რომ გიპყრობს,
და იწყება პრელუდია,
გულს რომ გრძნობით გითბობს,
აი, ისიც აღიმართა,
ჩემს წინ როგორც სვეტი,
ფიქრები კი აიხლართა,
გამიბნია ტექსტი,
თვალს ვერ ვწყვიტავ ტუჩებს ცხარეს,
თითქოს კოცნას ითხოვს,
ვნების ცეცხლით დაწვავს მთვარეს,
მკერდი უხმოდ მიხმობს,
ატმის ღაწვებს ალმური სდის,
თმებზე ბზინავს სხივი,
მზერით მორჩილ ტყვედაც გაგხდის,
ყელზე გიშრის მძივი,
გვერდით როცა ჩამიარა,
ლოყას ხალი აჩნდა,
გამიღიმა, გაიარა,
უკვე მისი მწამდა.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი