ახლა შენთან ჩამახუტა


ახლა შენთან ჩამახუტა, მეტი არაფერი მსურს,
თმებში თავის ჩარგვა მინდა, გავუღვივებ რამდენს შურს,
მკლავზე თითის დასმას ვხატავ, ბომბის ფიტილივით ხურს,
იმ ხმის გაგონებას ვნატრობ, მუსიკად რომ ესმის ყურს.
მანძილს ფეხზე დავიკიდებ, დავუჯერებ გულის თქმას,
არ დაგიდებ უფულობას, გამოვიჩენ ერთხელ ფხას,
ფეხით შენს გზას გავუყვები, გადავლახავ თერთმეტ მთას,
გიჟიაო, თუ იტყვიან? ხალხს რაც უყვარს ისა სთქვას.
დამინახავ, გაოცდები, მარტო ამის ნახვად ღირს,
ბავშვივით, რომ აფახულებ, თვალებს, დახრი მერე ძირს,
გაიხსენებ შენ ამ სურათს, თითქოს ნანახ სიზმრად ფირს,
ვიღიმებით, სიყვარული? არა! უფრო მეტი გვჭირს.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი