ქალი


ზღვიდან ამოსულს მოვკარი თვალი,
ქალია, ღმერთო! ჰოი, რა ქალი!
ზღაპრის გმირია თუ ზევსის შვილი,
ეფემერაა თუ ხატად ქმნილი?
ჩამოშლილი თმა კუპრივით შავი,
ღმერთო შემინდე, დავკარგე თავი,
გიშრის თვალები, დედოფლის მზერა,
ავუტანივარ მგონია წერას,
მცურავი მკერდი, ნაბიჯი ნელი,
ჩემს მოთმინებას გამოცდა ელის,
მიახლოვდება, როგორც მსხვერპლს ძერა
და გულიც რიტმად მან ააძგერა,
რა გენისა ხარ ან და რა ჯიშის,
თავი დავხარე მე გრძნობით შიშის,
მაქვს კი უფლება, ვინ მომცა ნება,
ქალღმერთს ვინც ეტრფის, ის ტანჯვით კვდება.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი