ვის შეგადარო?
ვის შეგადარო ვის? რიდი მაქვს ამის თქმის. რისი მსგავსი ხარ რის? ხმაც კი ბავშვივით კრთის. ანგელოზი ხარ ღვთის, თუ სირინოზი ზღვის? იქნებ ალი ხარ ტყის, ან ნიამორი მთის? შენი სურნელი თმის მგონი ჭკუიდან მშლის, თვალები მსგავსი მზის გულს უმოწყალოდ სჯის, ტუჩებს, რომ ნაზად ხსნის, ტანს ჟრუანტელად მვლის, ყელი ამაყი შვლის გულსახეთქია მტრის, მკერდი კი ავი ზნის, გონებადახშულს მყვრნის, გასაყარზე ვარ გზის პირზე გავდივარ ხმლის, ქარაფს გადავალ კლდის, წამითაც კი არ მღლის ფიქრი იმ რთული გზის, მავალი შენი მხრის! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი