ყველა მიყვარს რაც შენშია


ყველა მიყვარს რაც შენშია,
რაც ნაკლია ქალისთვის,
მთავარია შენს გენშია
მზე, რომ იყო მთვარისთვის,
ეს სიტყვები, რაც ლექსშია
უნდა ვწერო ქარისთვის,
შენი ფიქრი მუქ ფერშია,
არის მარტო თავისთვის,
სიყვარული შავ დღეშია,
რომანტიკა თვალისთვის.
მაგრამ, მაინც ქუხს მთებშია
საბრძოლო ხმა დარდისთვის,
ოცნებები თეთრ ფრთებშია,
იმედებს ვქსოვ ხვალისთვის,
შენი შუქი აქ ჩემშია,
გზას მინათებს ღამისთვის,
პატრუქი ვარ შენს ცეცხლშია,
როგორც მზეა მთვარისთვის!
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი