რა ხანია
რა ხანია მისი ხილვა მწყურია, იმედია გამიღიმებს ბედი, ეს სურვილი ძალიან მაცდურია, ვმღერი, როგორც მარტოსული გედი. ალბათ, მასაც ღრღნის იგივე ჭია, ღმერთმა იცის რას გაუგებ ქალებს, მას აისი გაზაფხულის ჰქვია და ბუნებას ცისფერ თვალებს ავლებს. არც სუნი, არც გემო და არც ფერი, ვერ იტყვი, რომ აქვს მას უჩვეულო, შეხვდა ბედად სტიქიის ეს ხვედრი, მაგრამ მარად უნდა უერთგულო, რადგან წყალიც ასე არის ჩვენთვის, მის გარეშე სიცოცხლე ხომ კვდება, ჩემი სულიც მის მონობას ელტვის, თუ არა და ყვავილივით ჭკნება. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი