მოხუცის ფიქრები


ნოემბერი მიიწურა, ღამეები დადგა გრძელი,
სახურავზე ურცხვად, უბრად დაქრის ქარი უტიფარი,
ახსენდება მოხუცს სიყრმე, აგონდება მწვანე ველი:
გაუშლია გოგოს თმები, უფრიალებს სუსტი ქარი,
ყოველ ღამეს სიხარულით, ამ ზმანებას ეტრფის, ელის,
რადგან მისთვის ეს ფიქრია, სიყვარულის სულის ქნარი.
ასე დარჩა მარტოსულად, ოცნებებში სთხოვა ხელი,
ვერ გაბედა, არ ეგონა, იყო ქვეყნად მისი დარი.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი