მეგონა ფაფუ, მორჩა
მეგონა ფაფუ, მორჩა დაცარიელდა ხონჩა, თითქოს მე ვნახე ყველა, აღარსით ჩანდა შველა, სიმღერის სტროფი ბოლო ვიმღერე მარტომ სოლო, ვიცეკვე კიდეც ერთმა, იხარა ჩემმა მტერმა, ღვინოც დავლიე ბევრი შავი, წითელი, თეთრი, ბევრჯერ ვიცინე ყალბად, ვიგინებოდი ხარბად, გახელებული ტრფობით ვიტანჯებოდი წლობით, კარგად ვირგებდი როლსაც ლხინის და გლოვის დროსაც, ქიცმაცურიც და ქიციც ვნახე ეგიც და იგიც, ამიტომ რაღა დამრჩა, ნატვრაც წუმპეში ჩარჩა, მეგონა მორჩა ასე, ფიალა სისხლით სავსე დაიღვარა და გაქრა, სიცოცხლის შუქი ჩაქრა, მაგრამ მეგონა მხოლოდ, რადგან იქცევა ოქროდ თურმე ლოდი და სილა, ღამესაც სჯობნის დილა, მისი ღიმილი წრფელი, კოცნა კი დარდის მკვლელი, ზეციდან ფიფქი ცვივა, მორჩა მე აღარ მცივა. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი