მარტოსული
ჭამაშიც ცოდვა დღესაც მარტო ვარ, ბნელეთის კიბეს ავად ჩავდივარ, სულში ჯოჯოხეთს ტანჯვით გავდივარ, ხალხში მხიარულ ნიღბით დავდივარ, მოგესალმება კაცი ქუჩაში, გკითხავს როგორ ხარ, რა ხდება სახლში, ყალბ ღიმილს აკრთობს ღრანჭიან ყბაში, და თითქოს მარად ხარ მასთან ვალში, სხვა მარჩიელობს დილას რა ვჭამო, რომ პირი დატკბეს, კუჭსაც ვაამო, ერთმა კაცმა კი ოცნებაც დათმო, ის ტყვიას ირჩევს არაფრის გამო, ცისარტყელაში ფერი ბევრია, და მე რომ ვუცქერ შავი ფერია, ირგვლივ კი მხოლოდ ჭუჭყი, მტვერია, ასე ცხოვრება მძიმე ხვედრია, ერთადერთი კი რაც მაძლევს ძალას, უფლის სიტყვაა, მან შიში ჩაკლა, არავითარი ეჭვი და დაღლა, სხვა კიბეს შედექ, იწყე სვლა მაღლა. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი