გახსოვს?!
გახსოვს ის დღე პირველად რომ მთხოვე ცეკვა, მე გავოცდი, გოგოს ჩემთან ცეკვა სურდა, შავი, მოკლე, გულჩახსნილი კაბა გეცვა, იმ თეთრ ღამეს ალვის ხესაც ჩემი შურდა, ვერ გავბედე, ოცნების მზე იქცა ბნელად, შეგვძლებია ბედის შეცვლა ერთი სიტყვით, ალბათ, აღარც გახსოვს ჩემი ყოფნა ქვეყნად, მე კი ყოველ დილას ვიწყებ შენზე ფიქრით. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი