ისევ ის ...


ისევ ის და ისევ მისი ღიმილი,
კვლავაც იწვის ჩემში ვნების ფიტილი,
როგორ გიცქერს წარბებს ხსნის და ლამის,
ღმერთს შესთხოვო წუთად ქცევა წამის,
სასწაულის მომსწრე გავხდი განთიადს,
მოუკლავდა რამდენ ცოდვილს ხვაშიადს,
ისევ ის და ისევ მისი თვალები,
კვლავაც წავალ, კვლავაც დავიტანჯები.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი