ფიქრი


ფიქრი ჩუმად გამიყვანს ოცნებების ნაპირთან,
მე რომ მინდა ისეთთან, ისეთ ლამაზ ადგილთან,
მსურს იქ მაინც ვიხილო თეთრი ბროწეულები,
არ ისმოდეს წუწუნი, გრძელი საყვედურები,
ვარდებს დავკრეფ უეკლოდ, ტოტებს გაშლის ტირიფი,
მეტი აღარ მომიწევს ლოდის თრევა სიზიფის,
დაფასდება ნამდვილი ნიჭიცა და ტალანტიც,
აღარც კაცის, არც ქალის არ იქნება ღალატი,
მტვერიც აღარ მაწუხებს, არ ვისვრები ტალახშიც,
გაზაფხული იქნება ზაფხულშიც და ზამთარშიც,
იქ იმ ლამაზ ადგილას სულის შფოთვაც მიწყნარდა,
რადგან იქ ვეყვარები იმ ქალს მე რომ მიყვარდა.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი