სოფლად მყოფი
სოფლად მყოფი ვუმზერ სავსე მთვარეს, არც იფიქროთ სურვილებს არ ვუთქვამ, აღარ მჯერა, ბევრს კი სწამს ამ მხარეს, კვლავ სთხოვეო უამრავჯერ უთქვამთ. არც შენ ქარო არ გაგატან სიტყვას, რადგან პასუხს უიმედოდ ველი, გგონია, რომ აღარ დავსვამ კითხვას, დავნებდი და ჩავიქნიე ხელი. ვარსკვლავებო თქვენ რა პირით მიცქერთ, მე გითხარით ის გზა გაუნათეთ, რომლიდანაც ის კვლავ ჩემსკენ იმზერს და ვიდგები ზართან სველი მნათე. ვერაფერი ვერ შეძელით ჩემთვის, მაგრამ ერთის იმედი მაქვს ნებსით, ყველა ტანჯვას სიხარულიც ერთვის, სიყვარული იმღერება ლექსით. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი