...


მთვარის გარეშე ცა არის ბნელი
შედეგად დილას კარგს არას ელი.
ბულბულმა სტვენა თუ ვეღარ შეძლო,
არ იბიბინებს მომწვანო მდელო.
უჩრდილოდ შუქი მორცხვია, ზრდილი,
ჩრდილსაც მიუძღვის ნათელში წვლილი,
ერთურთს ავსებენ ვით მლაშეს ტკბილი,
რადგან ასეა ღვთისაგან ქმნილი.
ვით ავაზაკი უსინანულოდ
ავაზაკია მხოლოდ და მხოლოდ,
ამიტომ გეტყვი ბოლოს და ბოლოს,
სიტყვა ხომ მაინც იმედით ცოცხლობს,
თუ ჩემი მზერა შენით ვერ ტკბება,
ყველა სიმღერის ნოტები ქრება
როგორც გიტარა უსიმოდ კვდება,
ჩემს სხეულს სული ფრანივით სწყდება.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი