შური
ვარდის გვერდით მოკრძალებით ია მიწას დასცქერის, ვარდი უშნოდ იმზირება შურს უეკლო არსების, დამალულა ჩირგვში მელა ნაკვალევი აცოფებს, უშიშრად რომ დარბის მგელი ყველა სულმდგმულს აოცებს, სალიერსაც შეიძლება მისნაირმა გაუგოს, მოცარტს აბა სხვა რა უყოს წესი უნდა აუგოს, გალაქტიონს ეგეთები ჰყავდა ალბათ ასამდე, მცდელობები არ დააკლეს მიეყვანათ ფანჯრამდე, თეთრია თუ შავი ფერის ყველაში დევს ეს სენი, კვლავ გიხილე ლურჯ კაბაში კვლავაც ბრწყინავს მზე შენი, აბა რაა მათი შური ერთი სპილენძის ხურდა, ყველა შურთან შედარებით მე რომ შენი ქმრის მშურდა. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი