ღიმილი


ერთხელ ისე გამიღიმა, 
იდუმალი გაერია,
ღიმთან ერთად ღამის ბინდმა
მშვიდი სული ამირია.
მას მერე კი იმ ღიმს ვეძებ,
მარტოობა მომერია,
თუ კი ვნახავ, თუ კი შევძლებ,
ბედი თუ კი ჩაერია,
ვთხოვ რომ ერთიც გამიღიმოს
მისი სულ სხვანაირია,
იმ დღის მერე მანაც იგრძნოს,
როგორ ამირ-დამირია.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი