წყვდიადი


წლებია დაბნელდა მას მერე ღამეა,
არადა სიცოცხლე სულ ერთი წამია,
როდის გათენდება სად უნდა ვიკითხო,
არავინ გპასუხობს რაც უნდა იკითხო.
სიბნელე ჩუმია მაგრამ არა წყნარი,
არაპოეტური, ავის მაცნე ქარი
ტიალ სიჩუმეში წივის შემზარავად
და ავ ზრახვებს მაწვდის სულში შემპარავად.
შიშით ვდგამ ნაბიჯებს ქაოსურ უკუნში,
ოცნებაც დამუნჯდა ქარიშხლის ზუზუნში,
იმედი რა არის ვეღარც კი ვიხსენებ,
შენ ალბათ წამითაც მე აღარ მიხსენებ.
დილას ვეღირსები? აისს ვეღირსები?
მეტი რაღა ჩარა ჩემს თავს ვეკითხები,
ქვეყნად არვინ დამრჩა ვისაც ვენდობოდი,
კითხვა-კითხვაში კი წყვდიადს ვეფლობოდი.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი