ბავშვობა


სულ ვნატრობდი მალე გაზრდას რომ ქვეყანა მენახა,
მე კი მნახა ყველამ მაგრამ ხალხი ვერ დამენახა,
ნაღდიც ბევრი იყო მაგრამ უფრო მეტი ყალბი,
ჩემს ნატვრაში სულ სხვა იყო, ბავშვი ვიყავ ხარბი.
ახლა დროში ვმოგზაურობ და ბავშვობას ვეწვიე,
თითქოს რაღაც წმინდა ადგილს მუხლმოდრეკით ვემთხვიე,
აღარ მინდა დაბრუნება რად ვინატრე გაზრდა,
აქ ხომ ყველა ფერი იყო შავი ფერის გარდა.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი