ამოვიდა ყელში
ამოვიდა ყელში აგერ აგერ ვიკივლო, ქლესა პერიფრაზები იწილო და ბიწილო, მოგეწონა ქალი? უკვე მიყვარს ვიღაცო, ასე სწრაფი ტრფიალი ვინ გასწავლა დიაცო. ვერც ამჩნევენ გლახაკს ისე ჩქარა მიდიან, მაგრამ ტელევიზორში თუ კი ნახეს ტირიან, ყველა შტერი ქსელში ბრძნული აზრით ციტირებს, შექსპირს რომ შეახედა ცხარე ცრემლით იტირებს, განსჯა არის მხოლოდ ტანსაცმლის და ჭამის, მლიქვნელობა წესი გახდა ეტიკეტი ლამის, ბანკში ანგარიშები თუ კი აქვს მას მსუყე, ყველა შვილებს ანათლინებს მაგრამ რწმენა ფუყე, აწყენინებ კარგ ნაცნობს სტუმრად ღამით მისვლით, ჭორი მართალს კუდში მისდევს ვინ ვისთან წევს დღისით. ყიდულობენ წიგნებს თუ ყდის ფერმა მოხიბლა, სიტყვა რომ მიაწვდინო თავი უნდა მოიკლა. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი