მონატრება


იმ კაფეს რომ ჩავუვლი შენ რომ ყავა გიყვარდა
შიგნით აღარ შევდივარ ერთად ჯდომა გვხიბლავდა,
ღამით წვიმა მოვიდა აივანზე ჟინჟლავდა,
შენ რომ მოგწონს ისეთად მთვარეც ისე ყვინთავდა,
პარკში ცივა უშენოდ, ის ხეც ჯერ არ გამხმარა,
ძველებურად ვერ ხუმრობს კლუბში სქელი მასხარა,
მე იმ დღიდან რაც წახველ ღამემ ძილთან გამყარა,
დილით შაშვმა გალობით აისი არ მახარა.
ნუთუ არ გენატრება ჩვენი ეზოს სურნელი?
ნუთუ არ დაბრუნდები ასე წახვალ უთქმელი?
ბოლო იმედს გავწურავ და ვიქნები გულწრფელი,
შენი ხმაც კი ჩამესმის: "დასრულდა და ნუ მელი!"
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი