ბოლოს ყველას გემი


მე რომ სულ არ ვთვლიდი ის ყოფილა ფლიდი,
მე მეგონა გმირი ეგ ნამდვილი "შნირი",
სავსე ნიჭით ნახე! ნეტავ არ მენახე.
აგერ კაცი სპეტაკი, თურმე ცრუ და ეშმაკი,
ჩემი წარმატებით დიდ სიხარულს ვგვრიდი
შავ სამარეს შურის მისი ხელით ვთხრიდი,
მითხრა: "ვდნები, როცა კი შენ ტუჩებით მეხები",
მეორე დღეს უფროსთან ჭერში ჰქონდა ფეხები.
დავბერდი და ვერა, ვერ ვისწავლე ცნობა
კაცისა და ქაქის უცებ ამოცნობა,
მაგრამ იყოს, ყველა, მის გზას ადგეს ბედის,
ბოლოს ყველას გემი მონო-პორტში შედის!
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი