ჩუმად ვეტრფი
ჩუმად ვეტრფი, ვერას ვბედავ, გულში ცეცხლი მინთია, ისე დააქვს სრული ტანი, ვითომ მძიმე ტვირთია, მკერდებს შორის მსხვილი ჯაჭვი, თითქოს ოქროს ხიდია, შენი ნერწყვის უხმოდ ყლაპვა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, სალამს გეტყვის, ღიმილს ტუჩზე ათამაშებს ვნებიანს, ვით ტყის ალი შემოგისევს მსახურ ჭინკებს რქებიანს, წვიმის წვეთი მის მკლავს ეკვრის, თან დამცინის ბნედიანს, ვის ეღირსოს მისი კოცნა ყელზე ვარსკვლავთბედიანს. ფეხი სხლტება სველ ასფალტზე, ხელს ვაშველებ, მეკვრება, მომეხვია, თვითონაც გრძნობს ცეცხლი როგორ გვეკვრება, გმადლობ წვიმავ! გმადლობ ცაო! აგერ უკვე ბნელდება, მაგრამ დილა! ჰოი, დილა! სულ სხვა გამითენდება! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი