ქალი სამყარო
მუსიკა თუ არ მსმენია ქარში, სიმი დნება თითქოს აქვე ქნარში, მისი ხმაა მელოდია წყნარი და იხსნება ჩემი სულის კარი. თუ კი ზღვაზე არ მინახავს ღელვა, მე მინახავს მისი მკერდის ფეთქვა, ცურავს როგორც აზვირთული ტალღა, ზღვაზე ვნახო უკეთესი რაღა. ამბროსიის მე არ ვიცი გემო, მობუტული მისი ტუჩი ზემო, ამბორია მაგ ტუჩების ჩემთვის სიცოცხლეს რომ უკვდავება ერთვის. არ მინახავს მე შვლის ნუკრის მზერა, მაგრამ სიტყვა ვერ გადმოსცემს, ბგერა, მის თვალებში თავგანწირვის ალი როგორ მწვავს და როგორ ვუცქერ მთვრალი. მიფრენია ოღონდ არა ცხადში, მისი თმები როცა ფრინავს ქარში მგონია რომ მეც ღრუბლებში ვქრები და ზეციდან მისი ცქერით ვტკბები. დააბერტყა ღმერთმა მისი კალთა, საბადოა ალმასთა და ლალთა, ვიგრძენ, ვნახე ყველაფერი მასში სამყაროა ამ ერთ ციცქნა ქალში. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი