თვალები წითლად ანთია
თვალები წითლად ანთია, იქ ლურჯი ცრემლი ბრიალებს, არ დავანახებ განთიადს ბრძოლისგან ნაქარგ იარებს. მყინვარებს აბჯრად მოვისხამ, ფოლადად ვაწრთობ მდინარეს, ფარად მიჭირავს ორი ზღვა, რაშს შევაფხიზლებ მძინარეს. გრიგალში მუხა ტორტმანობს, მუმლი გასცვივდა მხუთავი, გმირებმა სისხლით მომრწყანო! იძახის ფესვი უკვდავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი