ჩვენ...კაცთა....


ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქუეყანა,გვაქვს უთვალავი ფერითა,
მაგრამ ერთმანეთს ვერევით, ტყვიას ვესვრით და ვერ ვიტანთ.
ჩვენ, კაცთა მოგვცა ქუეყანა, დასაბამისა დღეიდან,
მაგრამ სხვისი გვშურს, არ გვყოფნის,
თითოს, საკუთრივ,მზე გვინდა.
ჩვენ  კაცთა ,მოგვცა ქუეყანა,
მიწას ჩაგვბერა მან სული,
ნაგრამ  სამოთხე წავბილწეთ, ვაშლის ხეზე ვართ გასული.
ჩვენ, კაცთა, მოგვცა სამყარო, თავისუფალი გონება,
მაგრამ ძლიერმა სუსტები გამოვაცხადეთ მონებად.
ჩვენ,კაცთა, მოგვცა უნარი სიყვარულის და ტრფიალის,
მაგრამ ,ჩვენ ,მისი სახელით დავთესეთ ორომტრიალი.
ჩვენ, კაცთა  მოგვცა სიკეთე,
სიხარულს რომ ვეზიაროთ,
ჩვენ შურად გადავიკეთეთ,
რომ დაბოღმილმა ვიაროთ.
ჩვენ, კაცთა  მოგვცა იმედი,
ერთურთის გასატანისა,
ჩვენ მოძმის სახლში მივედით
ქნევა ავტეხეთ დანისა.
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ოცნება,
ფიქრების ტკბილი ფიალა,
ჩვენმა ოცნებამ  სხვის გულში ტკივილი დაატრიალა
ბოლოს თავადაც მოგვეცა,
სიწმინდე გაგვიზიარა,
ჩვენ კი ის ჯვარზე გავაკართ,
მოვკალით, რომ გვეღიარა
ჩვენ ,კაცთა, მოგვცა ქვეყანა,
გვაქვს უთვალავი ცოდვითა
ნეტავ რად გადაგვეყარა
ბოროტებს, ავებს მოდგმითა?
ჩვენ , კაცთა,მოგვეც სამყარო,
შენს ხატად მოვლენილებსა,
შენთან ვერა რამ გაგვყაროს,
ღმერთი ხარ, გვიძლებ შვილებსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი