მზის წნული
იღვიძებ, ისუნთქავ ფილტვებით დილას. ჩაიცვამ ნიავს და იპკურებ ცვარს. ბედნიერების მიაჭერ იმ ღილაკს სიხარულს, რომ მოჰგვრის შენს ყოველ ძვალს. ხუთ კიბეს ჩაირბენ შენ ერთი ნაბიჯით, მანქანას იკიდებ მირბიხარ კეტებით, მოწყენილ სხეულებს ეძახი, გამიშვით! ბედნიერს, ჩემს სურვილს მალე ვეკვეთები. რომელსაც აგრეთვე გალობა აღვიძებს, შენი ტუჩებიდან საზრდოობს, სუნთქვას? ტრფიალის ღმერთებმა სარჩელი აღგიძრეს მიჯნური შტერია, ეშმაკებს უთქვამთ. ვერ დაგღლის ვერც ერთი ათასი კილომეტრი ვერ გაძღებს გზები და ციცაბო აღმართი , შენ გინდა სიჩქარე ხმაურზე უფრო მეტი, ფოსტალიონი ხარ ვნების ამანათით . ნაცრისფერ კორპუსში პოულობ ფერად ბაღს, რვა კიბეს არბიხარ, ხუთი რას მიქვია? კარები ღიაა ? მოისმენ ვერაგ ხმას, კვნესის შენი სუნთქვა,, ხვდები დაგიქნია. მის სხეულს ეხვევა სხა ხელი - გველებად, ქათქათა ღრუბლიდან ვარდები მიწურში, დაცალე სიცოცხლე, ირბენ, გეშველება, შენ ახლა ჩაგარტყეს ცხოვრება მზის წნულში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი