მე შენ აღარ გგავარ - ეძღვნება საკუთარ თავს
შეხედე, ადგილს სადაც მე ვდგავარ! აქ სულ წითელი ყვავილებია და ლურჯი ცა, კარგად დამაკვირდი! საერთოდ აღარ გგავარ, გუშინ ეს მარტოობის სარკემაც დამიმტკიცა. წაიღო ქარმა შენი სურნელი ჩემი ტანსაცმლიდან, იმ ქარმა მელირებულ თმებს რომ გიჩეჩავდა, არც კი მეგონა, რომ შენს გემოს ტუჩებიდან ამაცლიდა, ყოველ შემთხვევაში „სიყვარულის მწვერვალიდან“ ისე ჩანდა. დამთავრდა, რომ დაიწყოს რასაც შენ ეფარებოდი, შენ აღარ გგავარ, უფრო მსუბუქი ვარ, დამთავრდა, რომ გავიგო ღამით სად გეპარებოდი, შენ აღარ გგავარ უფრო მსუბუქი ვარ, მსუბუქი ცაზე, მსუბუქი წყალზე. ამიტომ არ ჩავიძირები ფიქრებში., მსუბუქი გულზე. ერთად ერთ ცალზე. მსუბუქი სიბრძნეზე, რომ წერენ წიგნებში. ...... მე შენ აღარ გგავარ, იტირე - მიხვდები, მიხვდები მთავარს, რომ აღარ მიხდები. მე შენ აღარ გგავარ, გამრეცხე ცრემლებით, უცხო ვარ, სულ სხვა ვარ, თავზე ნუ მევლები, დამიპატარავდი, ხომ ხედავ მიჭერ! ყველა მე მიყურებს, სუნთქვა მაქვს შეკრული საჩხუბარ სიტყვებს კბილებით ვიჭერ. აზრი დავიტოვე გაჩუქე შენ - გული, გაცრეცილი ხარ რომ „ბრუნავს“ იმ გრძნობით, დაღლილი ტკივილით, ფიქრებით ეჭვებით, აქამდე მიყვარდი, ამიტომ ვერ გცნობდი, ცაში არ დაარტყეს ჩვენს გრძნობას ბეჭედი. მე შენ აღარ გგავარ!!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი