მთაში სულ სხვაა ცხოვრება,


დილით კლდის ზურგი გათბება,
მიწა სხივებით აენთო,
ხევებს მდინარე ასკდება,
ნისლი ფიქრებში გაერთო.

მთაში სულ სხვაა ცხოვრება,
ნამდვილი, როგორც სიცივე,
ძნელია გამოთხოვება
თორემ ცრემლებად იწვიმებს.

მოუსხამთ თეთრი ნაბადი,
შუბლჩამუქებულ მყინვარებს,
აქ ვაჟკაცობით გავთბები,
ჩემში სამშობლო მძვინვარებს.

კრიალა ტბებში ნახარში,
ნადუღი ნისლის ორთქლითა,
ლივლივებს თიხის კათხაში,
მთის ლუდი, წესი მოდგმითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი