სასიცოცხლო ჰორმონები
როდესაც გაკლია ეძებ და ეძებ. გზიდან გადადიხარ, დადიხარ გვერდზე. მერე კი ახია ტკივილი შენზე. დათვრები გამწყრალი საკუთარ ბედზე. შენ ქარავანი ხარ - ძაღლები ყეფენ. შენ წვიმად მოდიხარ - პირებს ბან მზეებს. გლანძღავენ, სძულხარ ზოგნიც გაქებენ. შენ ითვლი ღიმილებს და არა დღეებს. ჩითის კაბებისგან შეკერავ სამყაროს. ქუსლებზე ასკუპებ ფიქრებს და ოცნებებს. მიდიხარ ყველასთან - ყველამ რომ გაგყაროს. მერე კი გიჟდები უშენოდ რომ ძლებენ. კვნესებით, კისკისით ითვლება წუთები. რითმული ბიძგებით მიდიხარ პიკამდე. ჰგონიათ მათი ხარ, ფიქრობენ უხდები. რომანი გრძელდება აქიდან - იქამდე... როდესაც სიცივით დაგცვივა ფოთლები. როდესაც წამლები ვისკის ცვლის ბოთლებში. როდესაც ხვდები რომ ნელ ნელა ორთქლდები. უეცრად წარსულის ცეცხლებით მოთბები. დაცლილა თვალებში მუხტების მარაგი. გამქრალა ქარები ვნებების მორევის. შენი ცხოვრებაა ის იგავ არაკი. მუდამ შერწყმის და მუდამ განშორების....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი