რა ქნას, კორვეტმა?


განძარცვული ვარ სამოსისაგან,
ჩემი აფრები დაშვებულია.
გულზე დარდი და ნაღველი მადგას
და ნაოსნობაც ასე რთულია.
კორვეტს ტალღები არ აშინებენ,
მათი მორევი მისი სახლია,
მიწა აშინებს, მარდ კორვეტს, მხოლოდ,
ის რაც უცხოა, ის რაც აკლია.
კორვეტს არა აქვს, ბორბლები, არა!
ხმელეთზე სვლისთვის არ არის მარდი,
რა ქნას, კორვეტმა ,კუნძულო, რა ქნას?!
თუ მოენატრე? თუ შეუყვარდი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი